Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები – გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია (2024-2025 შემოდგომის სემესტრი)

კონკურსში "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის ან/და მონაცემთა გადამოწმების შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა).  (იხილეთ სია)

სიაში მოცემულია 354 სტუდენტი, ნაცვლად რექტორის ბრძანებით განსაზღვრული 357 სტიპენდიანტისა. ამ ეტაპზე (აპელაციის დასრულებდამდე) ბოლო 3 ადგილზე არის  6 სტუდენტს შორის ქულათა თანაბრობა (მონაცემები მოცემულია განცალკევებით, სავარაუდო სიის შემდეგ), რომელიც დამატებით დაზუსტდება.

დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2024 წლის  05 დეკემბრის 17:00 სთ-მდე, ელ.ფოსტაზე: stipendiaeab@tsu-ის მეშვეობით (გთხოვთ, მეილის თემაში მიუთითოთ "აპელაცია - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს".

გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსში - "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა (2-8 სემესტრი), რომელთაც წინა სემესტრის შეფასება ჰქონდათ 91 ქულა და მეტი, ასევე აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

1.ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული;

2.ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულია და მასზე  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის თანახმად, გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

3. წინა სემესტრში შერულებული აქვს მინიმუმ 30 კრედიტი;

სიაში მყოფ იმ სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ გამოგზავნილი პირადობა და საბანკო რეკვიზიტი, ვთხოვთ, სასწრაფოდ გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (შეიძლება ფოტოასლიც) და საბანკო რეკვიზიტი (PDF დოკუმენტი), პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: stipendiaeab@tsu.ge 

საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ ინტერნეტბანკიდან (ზოგიერთი ბანკის მობაილბანკით აღნიშნული დოკუმენტის მიღება შეუძლებელია), ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ინტერნეტ-ბრაუზერიდან შეხვიდეთ თქვენს ინტერნეტ ბანკში.

სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ uni.tsu.ge-ს ბაზაში, სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურ ნომერზე: 577799740 

გისურვებთ წარმატებას

თარიღი: 03/12/2024